2 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მოულოდნელია - ცნობილია, რომელ სტადიონზე გამართავს საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტის შემდეგ "დინამო არენაზე" აღარ თამაშობს.

როგორც ფედერაციის თანამშრომლები გვეუბნებიან, სტადიონზე ამორტიზაციის პრობლემები ჰქონდა.

უეფას ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ 2025 წლის მარტში ერთა ლიგის პლე-ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის სწორედ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ცნობილია, რომ დაახლოებით 50,000 ბილეთი გაიყიდება.

Facebook კომენტარები