UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, დანიელ კორმიემ ქართველ მებრძოლზე მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა:
“როგორც ჩანს, ერთადერთი საშუალება, რომ მერაბი დაამარცხო, ისაა, რომ მას შუქი გამოურთო, რადგან სანამ ფეხზე დგას, ის თქვენს პრესინგს გააგრძელებს.
ბრძოლის ყველა წამის განმავლობაში, ის თქვენზე ზეწოლას მოახდენს, სანამ არ დაიწყებთ ფიქრს: „ნამდვილად მაქვს კი ყველაფერი, რომ ამ ბიჭს გავუმკლავდე” - განაცხადა “დისიმ”.