იტალიელმა საფეხბურთო ექსპერმა, ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში ტრანსფერი შესახებ ღიად ისაუბრა.
მან "ნაპოლი" გააკრიტიკა და თქვა, რომ ქართველი ვინგერის წასვლა სწორედ კლუბის ბრალია:
"ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ბიჭის დემონიზებას ვახდენთ, მაგრამ ეს ობიექტური ქცევა არ არის. ხვიჩა კლუბის ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. კლუბმა ისეთ მოთამაშეებს გადაუხადა მეტი, რომლებსაც გუნდში დიდი როლი არ ჰქონიათ. 1.3 მილიონი კი კვარას, რომელზე მეტს გოლინიც კი გამოიმუშავებდა. ნაპოლის კვარაცხელიას მიმართ პატივისცემა არ გამოუხატავს.
ხვიჩას ისე ექცეოდნენ როგორც მონას. მის წინააღმდეგ ისეთი კამპანია აგორდა, თითქოს მოღალატე იყოს, მაგრამ მისი წასვლა თავიდან ბოლომდე ნაპოლის შეცდომაა. კლუბს მასთან კონტრაქტი პირველი სეზონის დასრულებისთანავე უნდა გაეხანგრძლივებინა“, - თქვა ფედელემ.