UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი მის წონაში საუკეთესოა:
"ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს და მასთან წაგების გამო თავს ცუდად აღარ ვგრძნობ. მერაბი ამ წონაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია", - თქვა სეხუდომ.
აქვე შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ბრძოლამდე მერაბმა სწორედ ამერიკელი დაამარცხა.