მერაბ დვალიშვილის გამარჯვება, მასთან ერთად აღნიშნა ამერიკელმა ჟურნალისტმა ნინა მარი დანიელემ, რომელსაც „იუთუბიზე“ საკუთარი არხი აქვს სახელწოდებით NINA DRAMA, სადაც იგი UFC- ის სხვადასხვა მებრძოლებთან საინტერესო ინტერვიუებს წერს. ამჯერად მას იუთუბიზე 1.12მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი ვიდეოები კი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინა 35 წლისაა და სწორედ მისი სითამამის წყალობით სპორტულ სამყაროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ნინას და მერაბის კარიერა თითქმის ერთდროულად განვითარდა, სპორტსმენი და ჟურნალისტი ჯერ კიდევ მაშინ დამეგობრდნენ, როდესაც MMA-ს სამყაროში ფართოდ არ იყვნენ ცნობილები.
მერაბი ნინას გადაცემაში ორჯერ იყო მიწვეული. ხოლო გამარჯვების შემდეგ კი ნინამ მერაბს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"რაც გაგიცანი მას შემდეგ შენში ეჭვი წამით არ შემპარვია! გილოცავ მერაბ, შევხვდებით საქართველოში"
აღსანიშნავია, რომ ნინა და მერაბი კარგი მეგობრები არიან. თუმცა ქართველი გულშემატკივრები, კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ძალიან უხდებიან ერთმანეთს.