3 საათის და 30 წუთის წინ
სახელი უცნობია
Aa

“მე ადამიანები არ მძულს, მაგრამ უმარი…” - რას ამბობს მერაბ დვალიშვილი

როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს უმარ ნურნმაგომედოვის წინააღმდეგ UFC-ის ქამარს დაიცავს.

ბრძოლის წინა პრესკონფერაციაზე მერაბმა სხბადასხვა საკითხსე ისაუბრა.

სიმართლე არ არის, რომ მე უმარი მძულს. არავის სიძულვილი არ მჭირდება. არ მინდა, რომ ვინმეს ვერ ვიტანდე და ეს ამ შემთხვევაშიც ასეა. თქვენ ნახეთ, რომ მე ვაკოცე ო'მალის ბრძოლის დროს. ოქტაგონზე ძალიან ვხალისობდი. ვიღიმოდი და პოზიტიურად ვიყავი განწყობილი.

მე ადამიანები არ მძულს, მაგრამ უმარი პატივს არ მცემს. მან მე ყალბი ჩემპიონი მიწოდა, თუმცა ასეთი ნამდვილად არ ვარ. მან ახსენა ჩემი ქვეყანა და გააგრძელა ჩემი უპატივცემულობა. ეს კი სწორი არ არის. განსაკუთერბით კი მისგან, რადგან მას ახლოს ვიცნობ.

ყოველ ჯერზე, როცა მას ვხედავ პატივისცემას ვიჩენ. ეს არ არის ვიდეო თამაში, რომ სისულელეები ილაპარაკო. ჩვენ რეალური ადამიანები ვართ. როდესაც მისგან უპატივცემულობა მივიღე, ამან გამაგიჟა.

ახლა საბრძოლო კვირა გვაქვს. მე თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი კარგადაა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ხელის ჩამორთმევა და პატივისცემის გამოხატვა მინდა. მსურს, რომ მასთან ისევ კარგად ვიყო. ეს ახლავე უნდა მოვაგვაროთ. ჩვენ კაცები ვართ, ხანდახან ვიჩხუბებთ. 

მე უბრალოდ ის ფაქტი მაღელვებს, რომ მან ჩემს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. ეს კი არ მომწონს. არ მინდა, რომ ვინმეს სახით მტერი მყავდეს ან მე ვიყო ვინმეს მტერი.



Facebook კომენტარები