2 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

საუკეთესო თავის გუნდში! - რა შეფასება დაიმსახურა ბუდუ ზივზივაძემ "ბრემენის" წინააღმდეგ

ბუნდესლიგის მე-17 ტურში "ვერდერ ბრემენმა" "ჰაიდენჰაიმს" უმასპინძლა.

მატჩი ბოლო წამებზე გატანილი ჯარიმის წყალობით ფრედ 3:3 დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ქართველმა ფორვარდმა გერმანიის უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი საგოლე პასი ჩაიწერა.

გამოცემა "Sofascore"-მა ბუდუს პერფორმანსი 7.2 ქულით შეაფასა, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგია.

Facebook კომენტარები