8 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო მათ მთელი ოქრო უნდა გადაადნონ" - რას ამბობს ლევან საგინაშვილი თავის რჩეულზე

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საინტერესო თემებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ "ქართველმა ჰალკმა" კომენტარი თავის რჩეულზეც გააკეთა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ დაინიშნა.

"დიახ, ახლახან დავინიშნე. ჩემი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია.

"თითის ზომა 28 მაქვს, ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო ლელას მშობლები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. რაც ოქრო აქვთ ოჯახში, სულ უნდა გადაადნონ, რომ ჩემთვის ბეჭედი დაამზადებინონ.

"ლელას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. იგი სტუდენტობის დროს გავიცანი", - თქვა ლევანმა.





Facebook კომენტარები