ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო დიდი ამბავია ატეხილი.
ქართველი ვინგერის ტრანსფერი არაერთ გრანდს სურს, მათ შორის ყველაზე აქტიური "პარის-სენ-ჟერმენია".
ამ ყველაფერს ამძაფრებს კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული სიტუაცია.
"ნაპოლი" კვარაცხელიას, როგორც გუნდის ლიდერს, უკვე ორ წელზე მეტია ხელფასს არ უზრდის. მას გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს.
ყველასთვის ნათელია, რომ ხვიჩა "პარტენოპეის" გამორჩეული ფიგურაა, ამის ფონზე კი განახლებული კონტრაქტი გაზრდილი ხელფასით მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
როდესაც კვარას ტრანსფერთან დაკავშირებით დაიძრა ინფორმაციები, ნეაპოლელმა ფანებს აშკარა უკმაყოფილება გამოთქვეს კლუბის ხელმძღვანელობის მისამართით.
ისინი კვარას წასვლის სურვილს მათ აბრალებდნენ, რადგან ახალი კონტრაქტი დროულად არ შესთავაზეს.
სწორედ ამის შემდეგ გამოდის გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე და იძახის:
"ვცადე, რომ კვარაცხელია დარჩენაში დამერწმუნებინა, მაგრამ მას წასვლა და ახალი გამოწვევების მიღება გადაწყვეტილი აქვს. ის ჩემთან მოვიდა და კლუბიდან წასვლა მთხოვა.
ახლა ხელმძღვანელობა და მისი აგენტი ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. მე არ შემიძლია კვარა აქ დავტოვო თუ მას წასვლა უნდა".
სანდო ქართული წყარო Geo Team წერს, რომ იტალიელი სპეციალისტის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც საკმაოდ ლოგიკური დასკვნაა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ ფანები მათ გაუნაწყენდეთ, ასე რომ მათ კვარაცხელიას შეაწმინდეს ხელები.
გუნდში ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ხელფასი, კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების ტყუილუბრალოდ გაწელვა, ხელოვნური კონკურენციის შექმნა და ა.შ. - "ნაპოლიმ" კვარა არ დააფასა.
ქართველმა მათ 33 წლის შემდეგ "სკუდეტო" მოაგებინა, ქალაქს თავი უზომოდ შეაყვარა და ისტორია დაწერა.
რაც არ უნდა მოხდეს ხვიჩა კვარაცხელიას სახელს ნეაპოლში მუდამ კარგად გაიხსენებენ. Arrivederci Kvara!