როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 18 თებერვალს ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. 
ამ გამარჯვებით თოფურია პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
ილიამ UFC 308-ზე ქამარი ლეგენდარული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა და ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც ამერიკელი დაანოკაუტა.
ილია თოფურიამ ცოტა ხნის წინ ასეთი გეგმა დასახა: ავიდოდა ზედა წონით კატეგორიაში დაამარცხებდა პირველ კონდენტერს, ჩარლზ ოლივეორას, შემდეგ კი ეჩხუბებობა P4P-ის რეიტინგით ნომერ პირველს ისლამ მახაჩევს და დაეუფლებოდა მსუბუქი წონის ქამარს.
მაგრამ ამ წუთისთვის უცხოურმა მედიებმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელს, სადაც წერენ, რომ მაიამიში UFC 314-ზე ილია თოფურია - ალექსანდერ ვოლკანოვსკი 2 იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით დეტალები უცნობია.