როგორც მოგეხსენებათ 19 იანვარს UFC 311-ის ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგოედოვთან დაიცავს.
ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისლამ მახაჩევმა კომენტარი გააკეთა:
"მერაბი კარგია. მან იცის ბრძოლის დროს რაც უნდა გააკეთოს. სტრაიკინგი ძალიან კარგი არ აქვს, მაგრამ ის დგომში მაინც ახერხებს ჩხუბს, რასაც ჭიდაობასთან ერთად იყენებს.
ის მაღალი დონის მებრძოლია, მაგრამ ჩემის აზრით, უმარი მერაბის ჭიდაობას შეაჩერებს და მოუგებს. რაც შეეხება დგომს, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ უმარი მას ამ ასპექტში ბევრად სჯობს. იგი ახალგაზრდა და მშიერია და მე მასში ვხედავ ყველაფერს, რაც ჩემპიონობისთვის სჭირდება."
აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე ღონისძიებაზე ისლამი არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება.