14 საათის და 3 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში ითამაშებს

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ფინალები მიმდინარეობს. ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორ სეტში დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკო პესარო (105-ე ნომერი) – 6:3, 6:3.

ბასილაშვილმა პირველ სეტში ხუთიდან ხუთი ბრეიკპოინტი მოიგერია, თავად კი ოთხიდან ორი ბრეიკპოინტი გამოიყენა. მეორე სეტში ბასილაშვილს მხოლოდ ერთი ბრეიკპოინტის მოგერიება მოუწია. მან მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბასილაშვილმა ბოლოს „დიდი სლემის“ ტურნირების ძირითად ბადეში 2023 წელს ითამაშა – სწორედ ავსტრალიის ღიაზე. ამ ტურნირზე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში გასვლა იყო – 2018 და 2019 წლებში.

ავსტრალიის ღიას ძირითადი ბადის წილისყრა პარასკევს გაიმართება.

Facebook კომენტარები