2 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გიყვარდეთ და აფასებდეთ ბუდუ ზივზივაძეს! - რა სარგებელი მოუტანა ქართველმა თავის ყოფილ გუნდს

როგორც მოგეხსენებათ, ბუდუ ზივზივაძე კარირას "კარლსრუედან" "ჰეიდენჰაიმში" გააგრძელებს.

ამ ტრანსფერთან დაკავშირებით "Skysport" საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ბუდუმ ამ ტრანსფერით თავის ყოფილ გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა:

"ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერში „ჰაიდენჰაიმმა“ „კარლსრუეს“, დაახლოებით, 1.5-2 მილიონი ევრო გადაუხადა. 30 წლის თავდამსხმელმა ჩინური კლუბის შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან ბუნდესლიგაში თამაში სურდა.

მან შეგნებულად გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა ახლა, ზამთარში, რათა „კარლსრუეს“ სატრანსფერო თანხა მაინც მიეღო. ზაფხულში წასვლის შემთხვევაში, უფასო ტრანსფერი იქნებოდა და ზივზივაძეს „კარლსრუე“ შემოსავლის გარეშე დაკარგავდა. „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა“, – წერს „სკაი სპორტის“ რეპორტიორი.

Facebook კომენტარები