2 დღის და 11 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ვინც ამბობს, პოლიტიკაში რატომ წავიდაო, პირდაპირ ვეტყვი, რომ ეს ამიტომ გავაკეთე!" - ლაშა ტალახაძემ თავისი გადაწყვეტილება ახსნა

ყოფილმა ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ერთ-ერთ იტერვიუში თავისი პოლიტიკაში წასვლის მიზეზზე ისაუბრა. 

"მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკის გარეშეც საქართველოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ ჩემი მთავრობიდან თუ ჩემი გულშემატკივრების მხრიდან ჩემი წარმატება ძალიან დაფასებულია. რაიმე ფინანსური სარგებელი რომ მენახა, მაგიტომ არ წავსულვარ პოლიტიკაში. 

"აქ მე ჩემი საქართველოს გამო მოვედი და ასევე იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ყოველთვის ვიყავი. 

"როდესაც შეთავაზება მივიღე, ძალიან გამიხარდა და მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანას ძალიან ვჭირდებოდი. 

"გარდა ამისა, ისეთი პერიოდი დგას, როდესაც შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ და ჭირდება ჩვენი თავი, რატომაც არა, ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაზე ყოველთვის ფიქრობენ და მშვიდობა სურთ, მეც იქ ვარ. 

"ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რათ უნდოდა, რატომ უნდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, პირდაპირ ვეტყვი, რომ ეს ჩემი საქართველოს გამო გავაკეთე! არაფერი პირადი ინტერესი არ გამაჩნია და არანაირ სარგებელს არ ვიღებ", - თქვა ლაშა ტალახაძემ.


Facebook კომენტარები