2 დღის და 7 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

საამაყო კაცი - რა რაოდენობის ჩინურ ფულზე თქვა უარი ბუდუ ზივზივაძემ

რამდენიმე საათის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ბუდუ ზივზივაძე კარიერას "ჰაიდენჰაიმის" რიგებში გააგრძელებს. 

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართველ ფორვარდს სხვა არაერთი შეთავაზებაც ჰქონდა.

როგორც ფეხბურთელის მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში წერს, ჩინეთიდან სხვადასხვა სახის წინადადება და დიდი ფული იყო შეთავაზებული.

მიუხედავად ამისა, ბუდუ ფულზე არ გაიყიდა და კარიერის გაგრძელება გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატში აირჩია.

ცნობისთვის, "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში ასპარეზობს და ამ ეტაპზე გუნდი მე-16 ადგილს იკავებს.

Facebook კომენტარები