1 წლის და 8 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირს მხოლოდ ამდენს უხდიან? - როგორია ბუდუ ზივზივაძის ანაზღაურება "კარლსრუეში"

უცხოურმა საიტმა salarysport.com გერმანული “კარსლრუეს” ფეხბურთელების ანაზღაურებები გამოაქვეყნა.

ცნობილი ხდება ბუნდესლიგა 2-ის ქართველი ბომბარდირის, ბუდუ ზივზივაძის ხელფასიც.

წყაროს ცნობით, ბუდუს წლიური ანაზღაურება 338,000 ევროს შეადგენს.

დამეთანხმებით, გუნდის ლიდერისთვის ეს ნამდვილად დაბალი ხელფასია. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველს "კარლსრუესთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.