12 საათის და 21 წუთის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგი განახლდა - სიაში ქართველები დაწინაურდნენ

წლევანდელი სეზონი ქართველი სპორტსმენებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. აღნიშნულ ფაქტზე მეტყველებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის საბოლოო რეიტინგიც. საუკეთესო ათეულში ორი ქართველი მოხვდა.

2024 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი 81კგ წონის კატეგორიას ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ მან ოლიმპიადაზე ასპარეზობაც ვერცხლის მედლით დაასრულა. რეიტინგის ათეულში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბექაური მოხვდა. მან პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და 90კგ კატეგორიაში მოწინავე ადგილს იკავებს.

IJF-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, მამაკაცთა რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1) ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, -73კგ)

2) ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი, -100კგ)

3) ტედი რინერი (საფრანგეთი, +100კგ)

4) ტატო გრიგალაშვილი (საქართველო, -81კგ)

5) ლუკა მხეიძე (საფრანგეთი, -60კგ)

6) ლაშა ბექაური (საქართველო, -90კგ)

7) ვილიამ ლიმა (ბრაზილია, -66კგ)

8) მინჯონგ კიმი (სამხრეთ კორეა, +100კგ)

9) მატიას კასე (ბელგია, -81კგ)

10) სანშირო მურაო (იაპონია, -90კგ)

Facebook კომენტარები