იტალიური გამოცემა "Tuttomercatoweb" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
უკვე დიდი ხანია, რაც "ნაპოლი" და ფეხბურთელი ხელშეკრულების განალხების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ.
წყაროს ცნობით, მხარეები ბოლოში გადიან. იტალიური კლუბი მზად არის, რომ მამუკა ჯუღელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
კვარას მხარე წლიური ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს, გამოსასყიდი თანხა კი 80 მილიონი ევრო იქნება.
როგორც იწერება, "პარტენოპეი" ამ პირობებზე თანახმაა და იანვრისთვის ყველაფერი გაოფიციალურდება.