1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

გააკეთეთ ეს - რა უთხრა ჯოკოვიჩმა მთავრობას, რომლის წინააღმდეგაც სერბეთში დიდი გამოსვლებია

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის სამშობლოში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

ლეგენდარული სპორტსმენმა ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადდა.

"მე, როგორც ადამიანი, რომელსაც ღრმად სწამს ახალგაზრდა ადამიანების ძალის, მათი სურვილის, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი, მგონია რომ მნიშვნელოვანია მათ აზრს მოუსმინონ. 

"სერბეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და განათლებული ახალგაზრდობა ჰყავს. ეს ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას და პატივისცემას. 

"ვუსამძიმრებ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. თქვენი ნოვაკი", - წერს ჯოკოვიჩი. 

ცნობისთვის, სერბეტში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ნოვისადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრ და შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. 

სერბეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილი კორუფციას ჰქონდა, რამაც უხარისხო სამუშაოები, ადამიანთა დაღუპვა და დაშავება გამოიწვია.

Facebook კომენტარები