ბევრი ქართველი თუ უცხოელი ქომაგი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია წელს არასტაბილურია და იმ დონის ფეხბურთს ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელიან.
როგორც იტალიელი ექსპერტები ფიქრობენ, ქართველი ვინგერს რეგრესი აქვს, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
ცნობილმა ვებგვერდმა "Transfermarkt"-მა ქართველი ვარსკვლავის საბაზრო ღირებულება განაახლა და ხვიჩას ფასმა მოიმატა.
ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ კვარას ფასი დაიკლებდა, თუმცა ხვიჩა 18 დეკემბერს განახლებული მონაცემების მიხედვით 80 მილიონის ნაცვლად უკვე 85 მილიონი ევრო ღირს.
ცნობისთვის, ამ მაჩვენებლით კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.