3 დღის და 5 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ნაპოლიში" განგაშის ზარს შემოჰკრეს - გუნდს მორიგი დიდი პრობლემა აქვს

გამოცემა "Tuttonapoli"-მ "ნაპოლისთან" დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. 

როგორც ირკვევა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე განცალკევებით ივარჯიშა და მუხლი შეხვეული ჰქონდა. 

გავრცელებული ცნობებით, ქართველი ვინგერი 21 დეკემბერს სტუმრად "ჯენოასთან" მატჩს გამოტოვებს.

გარდა ამისა, ტრავმის გამო "პარტენოპეის" ალესანდრო ბონჯორნო ვერ დაეხმარება, რომელიც გუნდს, ხვიჩასგან განსხვავებით, დიდი ხნით დააკლდება. 

ასევე იწერება, რომ ანდრე-ფრანკ ზამბო-ანგისას გრიპი აქვს, რის გამოც კამერუნელი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა. 

ასე და ამგვარად, ნეაპოლურ კლუბში წლის ბოლო არაერთმა პრობლემამ გამოიჩინა თავი.

Facebook კომენტარები