ერთ-ერთმა ჟურნალისტმა UFC 310-ზე გამართული შეხვედრების შემდეგ დანა უაითს დაუსვა შეკითხვა, ეშინია თუ არა მერან დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვის, რაზეც ბოსმა მაგარი პასუხი გასცა:
“მერაბი ფანების სექტორთანაც კი ეჩხუბება ხალხს. არ მგონია ამ ბიჭს ვინმესთან ბრძოლის ეშინოდეს”. - განაცხადა დანა უაითმა.
საგულისხმოა, რომ მერაბისა და უმარი შეხვედრა UFC 311-ზე კალიფორნიაში გაიმართება.
აღნიშნული ქარდის მთავარი ბრძოლა კი არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირება იქნება.