როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროის განმავლობაში UFC-ში უკვე ორი ქართველი ჩემპიონი გვყავს.
ცხადია, დანა უაითი ქართული ბაზრით კმაყოფილია და კიდევ მრავალი ჩვენებურის მიყვანას გეგმავს UFC-ში.
ვატო ღვინჯილიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამირან გოგოლაძე ლას ვეგასში ჩაფრინდა და დიდი შანსია, რომ თებერვალში UFC-ში იბრძოლოს.
ცნობისთვის, ამირან გოგოლაძის ამჟამინდელი რეკორდი 14 გამარჯვებას და 3 მარცხს შეადგენს.