3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ქამრის და ფულის დედაც! პირველ რიგში კაცი უნდა იყო" - რა უთხრა მერაბმა უმარს

როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამარს 19 იანვარს უმარ ნორმაგოედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

ტრადიციულად, ბრძოლამდე მხარეეები ერთმანეთს შეხვდნენ და სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ:

"უმარი კარგი მებრძოლია, მაგრამ მას სატიტულო ბრძოლა არ დაუმსახურებია. მე კი ყოველთვის მზად ვარ ის გავაკეთო, რაც UFC-ის სურს. ჯერ წონის ტოპ მებრძოლები უნდა დაამარცხო და შემდეგ გამოთქვა ქამარზე პრეტენზია."

"უმარ, კარგი მებრძოლი ხარ, მაგრამ არ ხარ კარგი კაცი — ჩემი პატივისცემა დაკარგე, რადგან ნამდვილი კაცები ონლაინში არ ჭორაობენ. ქამრის და ფულის დედაც! პირველ რიგში კაცი უნდა იყო და თავმდაბლობა გამოიჩინო", - უთხრა მერაბმა უმარს.

Facebook კომენტარები