მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტის შემდეგ "დინამო არენაზე" აღარ თამაშობს.
როგორც ფედერაციის თანამშრომლები გვეუბნებიან, სტადიონზე ამორტიზაციის პრობლემები ჰქონდა.
უეფას ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ 2025 წლის 23 მარტს ერთა ლიგის პლე-ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის სწორედ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ცნობილია, რომ დაახლოებით 50,000 ბილეთი გაიყიდება.