2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ახლა დვალიშვილზე გულწრფელად გეტყვით, რომ..." - ხაბიბის კომენტარი ქართველ მებრძოლზე

ხაბიბი ნურმაგოედოვმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლამდე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“დვალიშვილი თუ ომალი? გულწრფელად გითხრათ, მინდა რომ შონთან მერაბმა გაიმარჯვოს. ის საქართველოდანაა. ჩვენ მეზობლები ვართ. დაღესტანი და საქართველო მეზობლები არიან"

"ამიტომ, მინდა მერაბმა გაიმარჯვოს. ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ” – თქვა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს მერაბი ხაბიბის ნათესავ უმარ ნურმაგოედოვს დაუპირისპირდება.

Facebook კომენტარები