რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელმა, ირაკლი კვეკვესკირმა მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა.
კერძოდ, 34 წლის ნახევარმცველმა რუსეთის შესახებ ისაუბრა.
"სისხლით ქართველი ვარ, მაგრამ რუსეთმა ყველაფერი მომცა და ჩემი ცხოვრება შეცვალა. მაქვს საფეხბურთო, ცხოვრებისეული და უმაღლესი განათლება.
"ასევვე მყავს რუსი ცოლი და ჩემი შვილები, მეგობრები და ახლობლები აქ მყავს.
"აქ თავს იდეალურად ვგრძნობ. დღესდღეობით მოდაშია რაღაცის უარყოფა. მე ვარ ქართველი, რომელსაც უყვარს რუსეთი.
"ამ ქვეყანაზე ცუდ სიტყვას არასდროს ვიტყვი და ამას გაკეთებას ვერავინ მაიძულებს", - თქვა ირაკლი კვეკვესკირმა