როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია 18 მარტს სამშობლოს ეწვევა.
“ელ მატადორის” რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება.
ცხადია, თოფურიას არაერთი ქართველი გულშემატკივარი დაელოდება და დაუვიწყარ დახვედრა მოუწყობს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ილია თოფურია 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის დაპირისპირებაზეც იქნება, სადაც პლეი-ოფის ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.