2 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ტოპ 3 სისულელე კვარაცხელიაზე - გავლენიანი იტალიური გამოცემა საინტერესო სტატიას აქვეყნებს

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი კარგად დაიწყო, მას ეტყობა, რომ "ნაპოლიში" ლიდერის როლი აქვს და მის თამაშე გუნდი სულ სხვანაირად თამაშობს.

ქართველთან დაკავშირებით გავლენიანი იტალიური გამოცემა "AreaNapoli" საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

"3 სისულელე კვარაცხელიაზე", - ჰქვია სტატიას და ახსნილია მცდარი მოსაზრებები, რომლებიც ხვიჩაზე იწერება:

“ხვიჩა კვარაცხელია აღარ არის ის ფეხბურთელი, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავით 2022/23 სეზონში. ახლა უკვე ყველამ იცის, როგორ გაანეიტრალოს ის”, - ეს პირველი სისულელეა, რომელსაც დღეს ბევრი იმეორებს ნაპოლი ქართველ გარემარბზე და ავლენს სრულ არაკომპეტენტურობას. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი, რასაც ვისმენთ კვარაცხელიაზე, რომელიც ტორინოსთან მატჩში გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. სწორედ ის იყო მაკტომინეიზე შესრულებული ფანტასტიკური გადაცემის ავტორი. ეს იყო არა უბრალოდ პასი, არამედ ბრწყინვალე ფინიში მას შემდეგ, რაც საჯარიმო მოედანში ტორინოს ორ მოთამაშეს შორის გაძვრა და ისარგებლა იმ დერეფნით, რომელიც კამერუნელმა ანგისამ შეუქმნა.

“მას ზურგდან მარიო რუის დახმარება სჭირდება, ის მხოლოდ პორტუგალიელთან იყო თავდაჯერებული”, - მორიგი სისულელეა. მარიოს მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, რომელსაც “პროფესორად” მოისხენიებენ, მატიას ოლივერა ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და არც არაფრით ჩამოუვარდება თავის პორტუგალიელ თანაგუნდელს.  

ბოლო იდიოტური მოსაზრება შეეხება საკითხს, რომელიც “რა თქმა უნდა, აშფოთებს”. კვარამ იცის, საიდან მოდის და რა შეუძლია. ეჭვგარეშეა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული თემა აფიქრებს, მაგრამ როდესაც ის მოედანზეა, მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: მიაღწიოს წარმატებას და იზრუნოს თავის მომავალზე. თუკი ცუდად ითამაშებს, ვიღას დააინტერესებს მასთან თანამშრომლობა? კონტრაქტზე კი მისი აგენტი ზრუნავს", - წერს გამოცემა.

Facebook კომენტარები