2 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დადეთ მაგიდაზე ეს თანხა - ჯუღელმა „ნაპოლის“ უკანასკნელი მოთხოვნა წაუყენა

მოგსხენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტის პირობებს დღემდე ვერ აგვარებს.

ფეხბურთელის მხარე კლუბს ხელფასის სახით წლიურად 8 მილიონ ევროს და გამოსასყიდ თანხად 80 მილიონის ჩაწერას სთხოვს.

თუმცა "პარტენოპეი" ამ შეთავაზებაზე ცივ უარს აცხადებს.

ერთ-ერთი გამოცემა, "AreaNapoli" იუწყება, რომ კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი გუნდისგან ბონუსს ითხოვს.

მას დამატებით თანხის აღება 2022 წელს ფეხბურთელის "ნაპოლიში" მიყვანის გამო სურს.

წყაროს ცნობით, ამ პუნქტს "პარტენოპეი" არასერიოზულად უყურებს, რადგან ჯერ მთავარი საკითხებია გადასაწყვეტი.

Facebook კომენტარები