როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ UFC 308-ზე მაქს ჰოლოუეი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლის შემდეგი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით "ელ მატადორი" დიდი დილემის წინაშეა, რაზეც განცხადება გააკეთა.
"დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, მახაჩევთან ბრძოლა უფრო საინტერესოა, ვიდრე რემატჩი ვოლკანოვსკისთან", - ამბობს ქართველი.