როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი გაჩემპიონების შემდეგ აცხადებს, რომ უმარ ნურმაგომედოვი ქამრისთვის შეხვედრას არ იმსახურებს.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით უმარის ბიძაშვილმა ისლამ მახაჩევმა ისაუბრა:
“უმარის დრო ახლოვდება. ის საუბრობს იმიტომ რომ ეს დაიმსახურა. ის ნომერ პირველი კანდიდატია, მაგრამ ჩემპიონი მას გაურბის. ეს საკითხი უახლოეს მომავალში მიგვარდება”, - განაცხადა ისლამმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება რამადანის დროს ვერ შედგება, რადგან მუსლიმი მებრძოლები ასეთ დროს არ ასპარეზობენ.