როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ახალი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ჰყავს. უკვე აქტიურად იწერება მედიაში, თუ ვისთან დაიცავს ქამარს “ქართველი მანქანა.”
კერძოდ, უმარ ნურმაგომედოვი ცდილობს, რომ დანა ვაითმა ის და მერაბი ერთმანეთს ოქტაგონზე შეახვედროს, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართა.
23 ნოემბერს UFC-ის ქარდზე ერთმანეთს ორი ყოფილი ჩემპიონი: პიოტრ იანი და დევისონ ფიგურედო დაუპირსპირდენენ, სადაც რუსმა მებრძლმა გაიმარჯვა და მერაბი გამოიწვია, რაზეც მან ქართველისგან თანხმობა მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ პიოტრ იანი და “ქართველი მანქანა” აქამდე ერთმანეთს უკვე შეხვდნენ, სადაც მერაბმა რუსი მებრძოლი 5 რაუნდიან ბრძოლაში უბრალოდ გაანადგურა.