როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნეიტედი" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას აქტიურად ცდილობს.
ამავდროულად ქართველი ფეხბურთელი და "ნაპოლი" კონტრაქტის განახლებაზე ვერ თანხმდებიან.
ეს ფაქტი კი ტრანსფერის წარმატების ალბათობას საგრძნობლად ზრდის.
გამოცემა "Sportmediaset" წერს, რომ "წითელმა ეშმაკებმა" კვარაცხელიას დამატება ოფიციალურად გადაწყვიტეს.
წყაროს ცნობით, რუბენ ამორიმი აპირებს, რომ გუნდი 3-4-3 ტაქტიკით ათამაშოს, მარცხენა ფლანგზე კი ის სწორედ ქართველს მოიაზრებს.
ცნობილია, რომ მანჩესტერული გუნდი ხვიჩას ხელფასის სახით წლიურად 8 მილიონ ევროს (+ბონუსები) სთავაზობს,
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ხელფასი სწორედ იმდენია, რამდენსაც მამუკა ჯუღელი ამჟამად ითხოვს "ნაპოლისგან".
ცნობისთვის, აურელიო დე ლაურენიტისი კვარაცხელიას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს.