ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცელია პრესკონფერენციაზე წარდგა.
მას რუს ჟურნალისტთან ასეთი დიალოგი ჰქონდა.
"გირჩევნიათ თუ არა რუსეთში ცხოვრებას გერმანიაში ცხოვრება?" - ჰკითხა რუსმა ჟურნალისტმა.
“ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. ჩვენ აქ პორტუგალიასთან თამაშზე სასაუბროდ ვართ მოსულები" - უპასუხა კვარამ.