საქართველოს ნაკრების მთავარმა მზარეულმა, კონსტანტინე თედელური ერთ-ერთ გადაცემაში იყო სტუმრად.
მან ნაკრების ბიჭების საყვარელ კერძებზე ისაუბრა:
"სტეიკი უყვართ, ასევე ორაგული. პასტასაც ხშირად მიირთმევენ. დესერტი ყველას უყვარს, თუმცა არავის ეჭმევა, ამიტომაც მატჩის დღეს, თამაშის მერე თუ აძლევენ უფლებას ცოტაოდენი ნამცხვარი მიირთვან"
"სასმელიდან დილით შეუძლიათ დალიონ ხილის ნატურალური წვენი, დღის შემდეგ კვებაზე ესეც აკრძალულია. ჩაი და ყავა შეუძლიათ მიირთვან მთელი დღის განმავლობაში როცა მოისურვებენ, ასევე თხილეულობა და ჩირეულობაც".