ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაამარცხა ანგარიშით 2:0 და მერვედფინალში გავიდა. ეს მართლაც დაუჯერებელი შედეგია ჩემპიონატის დებიუტანტისთვის. ჩვენი გუნდი პლეი ოფში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დავამარცხეთ.
აღსანიშნავია, ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული მხარდაჭერა სტადიონზე, სადაც ხმაურით და შეძახილებით პორტუგალიელები გადავფარეთ კიდეც. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ ამბობდნენ, რომ სწორედ ამ მხარდაჭერის გამო თითქმის შინ გრძნობდნენ თავს.
დათუნა შამათავა გვეუბნება, რომ მატჩის დასრულების შემდეგ წაგების მიუხედავად, "პორტუგალიელი გულშემატკივარი ძალიან კეთილგანწყობილი იყო, მათგან ბევრი ქართველებს დროშის გაცვლას სთხოვდა". ეს ფოტო სწორედ იმ დროს არის გადაღებული, როდესაც გამარჯვების დროშა დათუნამ პორტუგალიელ ფანს დაუთმო.