როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი" კონტრაქტის განახლების თაობაზე დღემდე ვერ თანხმდებიან.
ფეხბურთელის მხარე ხელფასის სახით წლიურად 8 მილიონ ევროს ითხოვს.
აურელიო დე ლაურენტისი კი წლიურად 5-6 მილიონ ევროზეა თანახმა.
აღსანიშნავია, რომ კვარას ამჟამინდელი წლიური ხელფასი 2 მილიონ ევროს შეადგენს.