4 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გახმაურებული საქციელის შემდეგ ტედი რინერმა დუმილი დაარღვია - თუშიშვილმა ეს ამიტომ გააკეთა

ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა Quelles Jeux-თან გურამ თუშიშვილთან პარიზის ოლიმპიადაზე და 2022 წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებებზე ისაუბრა:

"ჩვენს შორის ჩემპიონთა ლიგაზე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში მის გუნდს დავუპირისპირდი. ორი ისეთი რამ გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან დასანანია. მატეს შემდეგ ზურგიდან თავს დამესხა. როგორც წესი, ეს ჰანსუკო მაკე, დისკვალიფიკაციაა. ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რომლითაც შეიძლებოდა მუხლის მძიმე ტრავმა მიმეღო. გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ შეხვედრა კომისიამ განიხილა და მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტეს.

ეს, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო, რადგან მგონია, ჩემს მიერ გაკეთებული ლამაზი იპონი არ მოეწონა. სპორტი სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის, განსაკუთრებით ოლიმპიადაზე. ამ ინციდენტზე ბევრი მესაუბრება. პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეიძლებოდა მეც დისკვალიფიკაცია მიმეღო. ოქროს მედალზე ვფიქრობდი და მოვიგე კიდეც".

Facebook კომენტარები