კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა შეყვარებულმა ჯორჯინა როდრიგესმა ქორწინებამდე შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
წყაროს ცნობით, გოგონას პირველი ორსულობის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ასახავს მათი ერთობლივი მომავლის საფუძვლებს.
კონტრაქტი იცავს ფულად აქტივებს, რომლებსაც კრიშტიანუ ფლობს. ამავდროულად, ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, ესპანეთში საოჯახო სასახლე ჯორჯინას ხელში გადავა. გარდა ამისა, იგი მიიღებს 100 000 ევროს ყოველთვიურად.
კრიშტიანუ და როდრიგესი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არიან დაქორწინებულები.