როგორც მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, რაც "Nაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის განახლებას ცდილობენ.
მხარეები ხელფასისა და გამოსასყიდი თანხის პუნქტებზე ვერ თანხმდებიან.
იტალიური გამოცემა "Gazetta_it" იუწყება, რომ ფეხბურთელისა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არანირი შეხვედრა აღარ იგეგმება.
წყაროს ცნობით, "ნაპოლის" მიაჩნია, რომ ქართველს თავიანთი მაქსიმუმი შესთავაზეს.
ახლა მის პასუხს დაელოდებიან და თუ კვლავ უარი იყო, უდიდესი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა გუნდს შეიცვლის.