ლუქსემბურგის ისტორია მეორდება? - რა მოხდება თუ კვარა ჩეხეთთან ყვითელს მიიღებს » isport.ge
1 დღის და 20 საათის წინ
Giorgi Chanturia
Aa

ლუქსემბურგის ისტორია მეორდება? - რა მოხდება თუ კვარა ჩეხეთთან ყვითელს მიიღებს

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ჩეხეთს ესტუმრება.

აღნიშნული დაპირისპირება დიდი მნიშველობის გახლავთ, გამომდინარე იქიდან, რომ “ჯვაროსნები” გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებენ.

ერთა ლიგის A ლიგაში პორტუგალიამ, ესპანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა პირველი ადგილები გაინაღდეს.

შესაბამისად, ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით, დიდი ალბათობით მარტივად გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ამ შემთხვევაში, თუ კვალიფიკაციით “ჯვაროსნებმა” ვერ მოახერხეს საგზურის მოპოვენა, ერთა ლიგის ფორმატით პლეი-ოფის შეხვედრების ჩატარების საშუალება B ლიგის გამარჯვებულებს შეეძლებათ. გასათვალისიწნებელია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ამ ლიგაში ინგლისი გახლავთ.

ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისი ყველა ქართველს მწარედ (მოგვიამებით კი ტკბილად) ახსოვს.

შესაბამისად, ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, გადადის თუ არა ჩეხეთთან მიღებული ბარათი პლეიო-ოფის შეხვედრაზე, რადგან კვარა 1 ყვითელის შემთხვევაში დისკვალიფიკაციით ისჯება. აღნიშნული ბარათი არ გადავა პლეი-ოფის შეხვედრაზე, რადგან აღნიშნული მატჩები სხვადასხვა ჩემპიონატების ფარგლებში იმართება.

ასე რომ, ”ჯვაროსნების” გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

Facebook კომენტარები