როგორც მოგეხსენებათ, 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება.
მატჩი ფინალის ტოლფასია, რადგან ამ შეხვედრის შედეგი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ დაწინაურდება უმაღლეს A დივიზიონში.
ამ უმნიშვნელოვანეს თამაშთან დაკავშირებით სუპერკომპიუტერი საინტერესო პროგნოზს აკეთებს.
მისი გამოთვლებითა და ვარაუდით, აღნიშნულ შეხვედრას საქართველო ანგარიშით 2:1 მოიგებს.
ჩვენი მხრიდან დუბლს ხვიჩა კვარაცხელია გაიტანას, ჩეხებისგან კი ცოფალი გამოიჩენს თავს.