როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო შეკრებაზე ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში უკრაინასა და ალბანეთს დაუპირისპირდება.
აღნიშნული შეხვედრების წინ “ჯვაროსნების” თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. ოქტომბრის შეკრება არ იყო ისეთი, როგორც გვსურდა. თუმცა, ვეცდებით, რომ ახლა გამოვასწოროთ ჯგუფში ვითარება და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით.
"მზად ვართ, რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ”, - განაცხადა ზივზივაძემ.