იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთს უბრუნდება. კლაუდიო რანიერიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გასული სეზონის ბოლოს განაცხადა. თუმცა, მისი ფავორიტი იტალიური გუნდისგან მიღებული შეთავაზების შედეგად, 73 წლის მენეჯერი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას აპირებს.
რანიერი და „რომას“ მფლობელები ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. ლონდონში გამართული შეხვედრის ბოლოს მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმებაც შედგა. იტალიელ სპეციალისტს „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე ნამუშევარი აქვს 2009 წლიდან 2011 წლამდე და ასევე 2018/19 სეზონშიც. როგორც ჩანს, იგი მესამედაც მოგვევლინება აღნიშნულ როლში.
ახალ მწვრთნელს რომში უკვე ელიან. უახლესი ინფორმაციის თანახმად, იგი საქმიანობას ხვალიდანვე შეუდგება.