როგორც მოგეხსენებათ, 16 ნოემბერეს ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს.
ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ ჩვენი გუნდის სიტუაცია დამძიმდა, პირვეკ ადგილზე გასასვლელად დარჩენილ შეხვედრებში აუცილებლად მაქსიმალური 6 ქუკა გვჭირდება.
მატჩი ასევე პრინციპულია უკრაინელებისთვისაც, რომელთაც, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ზედა პოზიციის დაკავება სურთ.
ერთ-ერთი უკრაინელი ფანი სოციალურ მედიაში პირობას დებს:
"საჯაროდ ვდებ პირობას, რომ თუ უკრაინა საქართველოს კიდევ ერთხელ დაამარცხებს ჩემი სახლის კედელს სრულიად ნაკრების სურათით მოვხატავ. ბიჭებო, მე მჯერა თქვენი, მესმის, რომ რთული იქნება, მაგრამ ბათუმიდან 3 ქულა უნდა წამოვიღოთ", - წერს უკრაინელი ქომაგი.