როგორც მოგეხსენებათ, 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურში უკრაინის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს.
ამ მატჩს ჩვენი გუნდი დაცვის ხაზში არსებული დიდი პრობლემებით ხვდება.
გუნდს სასტარტო შემადბენლობის უცვლელი წევრი, ლაშა დვალი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.
მის შემმცვლელად საბა გოგლიჩიძე მოიზარებოდა და დიდი ალბათობით ის ითამაშებდა, ვილი სანიოლმა ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენფიაზეც ისაუბრა:
"გოგლიჩიძე ნოემბრის მატჩებიდან ერთს აუცილებლად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს", - თქვა საქართველოს ნაკრების თავკაცმა.
თუმცა სერია ა-ს მე-12 ტურში "ლეჩეს" წინაღმდეგ ქართველი მცველი დაზიანდა, რის გამოც ის თამაშს ვერ შეძლებს.
საბას მაგივრად ვილიმ თბილისის "დინამოს" მცველს სანდრო კალანდაძეს უხმო, მაგრამ მისი თამაში ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ნაკლებად სავარაუდოა.
სანიოლი ალბათ ისევ გამოცდილებას დაეყრდნობა - კვირკველია, კაშია, გველესიანი - დაცვის ცენტრი სავარაუდოდ ასე დალაგდება, მარცხენა განაპირა მცველად კი ლოჩოშვილი დადგება.
არსებობს მეორე ვარიანტიც - ლოჩოშვილი, კაშია, გველესიანი/კვირველია - ამ შემთხვევაში ფლანგის განაპირა მცველად წიტაიშვილი, ან შენგელია ითამაშებს.
ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვილი, მთავარია ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვოს.