კრიშტიანუ რონალდუ მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ გამარჯვებისკენ ისწრაფვის და სხვა არაფერი აინტერესებს.
პორტუგალიელის მენტალიტეტი საქვეყნოდ ცნობილია და ჟურნალისტებმა სწორედ ამის შესახებ კითხეს ლეგენდარულ შემტევს.
ვინ მოახდინა კრიშტიანუზე ყველაზე დიდი გავლენა - როგორ აღმოჩნდა, ეს ადამიანი თავად რონალდუა.
"ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა? ჩემმა თავმა. საკუთარი თავი იყო ჩემი ინსპირაცია, ყოველთვის.
საკუთარ თავთან მე მაქვს ყველაზე დიდი მოთხოვნები", - თქვა რონალდუმ.