ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.
როგორც ირკვვა, ფრანგმა სპეციალისტმა კონტრაქტს 2028 წლამდე მოაწერა ხელი.
სანიოლის მომავალთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები იყო, თუმცა ახლა დანამდვილებით ვიცით, რომ მინიმუმ 4 წელი ვილი რჩება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბერში 2 მატჩი ელის: 16 ნოემბერს უკრაინასთან, 19 ნოემბერს ჩეხეთთან.