ჩეხეთის ნაკრები საქართველოს 4 ფეხბურთელის დანაკლისით შეხვდება » isport.ge
1 კვირის და 1 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ჩეხეთის ნაკრები საქართველოს 4 ფეხბურთელის დანაკლისით შეხვდება

საქართველოს ნაკრები B დივიზიონის პირველი ჯგუფის ლიდერს 19 ნოემბერს დაუპირისპირდება. ჩეხები აღნიშნულ დაპირისპირებას შესუსტებული შემადგენლობით შეხვდება. ივან ჰაშეკს ერთხელ უკვე მოუწია მის მიერ დასახელებული შემადგენლობის შეცვლა, თუმცა ახლა მას ჯამში 4 ფეხბურთელის დანაკლისის დაბალანსება მოუწევს.

ჩეხების შემადგენლობას ლადისლავ კრეიჩი, მარტინ ვიტიკი, დავიდ ზიმა და ლუკაშ კალვახი გამოაკლდნენ. ისინი როგორც საქართველოსთან დაპირისპირებას, ისე ალბანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრასაც გამოაკლდებიან.

ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა დანაკლისის შესავსებად გუნდში „ბანიკის“ ნახევარმცველი ჟირი ბულა და „პუშკაშ აკადემიის“ მცველი პატრიციო სტრონატი გამოიძახა.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის გასამართ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯგუფის ლიდერებს 7 ქულა აქვთ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე განაწილებულ საქართველოს და ალბანეთს 6 ქულა აქვთ.

Facebook კომენტარები